ახალი ამბები

პატრიარქის დალოცვის გარეშე არ დამიწყია არცერთი მსხვილი ბიზნესი – ხაზარაძე

17 ოქტომბერი, 2019 • 1851
პატრიარქის დალოცვის გარეშე არ დამიწყია არცერთი მსხვილი ბიზნესი – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის დალოცვის გარეშე არცერთი ბიზნესი არ დაუწყია.

ხაზარაძე დღეს ილია მეორეს შეხვდა, შემდგომ კი ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ბიზნესის დაწყებამდე პატრიარქთან მიჰქონდა სამომავლო პროექტების მაკეტები, რაც მისთვის ტრადიციაა.

“ახლა შევხვდი უწმინდესს, მოვუყევი ჩემი მომავალი გეგმების შესახებ, მკითხა ანაკლიაზეც, მკითხა, მითხრა და დამლოცა, რომ ვიყო ფრთხილად. არ დამიწყია არცერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში – “ბორჯომი“; “ლისის ტბა“ თუ “ანაკლია“, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით, ეს არის ჩემი ტრადიცია, და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის.

ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით. მე დარწმუნებული ვარ, ანაკლია აუცილებლად აშენდება. უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – ამბობს ხაზარაძე ტვ “პირველის“ ეთერში.

ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი