ახალი ამბები

“გამოცდის წინ ყოველთვის კარგ ნიშანს ველოდი და ასეც ხდებოდა, ასე ვარ არჩევნებშიც”

17 ოქტომბერი, 2019 • 858
“გამოცდის წინ ყოველთვის კარგ ნიშანს ველოდი და ასეც ხდებოდა, ასე ვარ არჩევნებშიც”

“მე როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ისე ხდებოდა, რომ მართლაც კარგ ნიშანს ვიღებდი ხოლმე. ასე ვარ არჩევნებში”, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა გააკეთა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

“მგონია, რომ გაისადაც ჩვენ წარვდგებით ღირსეულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამაბეთ იმ 8-წლიან საქმიანობას, რომელიც იყო სურთულეებით სავსე, მით უმეტეს, ოკუპაციის ფონზე, ეკონომიკური პრობლემების ფონზე, და დავგეგმავთ მომავალ საქმიანობას. ვფიქრობ, მომავალი წელი “ქართული ოცნების” დიდი გამარჯვების წელი იქნება”, – განაცხადა წულუკიანმა.

კობახიძის პროგნოზით 2020-ში “ოცნება” 60 პროცენტს მიიღებს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი