ახალი ამბები

არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას – ხაზარაძე კალაძეზე

16 ოქტომბერი, 2019 •
არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას – ხაზარაძე კალაძეზე

“მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას”, – ეს განცხადება მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაზემ გააკეთა თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით.

“ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს… ალბათ, არ ვუპასხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. შესაბამისად, ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტკოსების სალაპარაკო ენა, იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესასრულებლად „არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობა“.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელიც ანაკლიის პორტის ინვესტორია, წლის ბოლომდე გადაუვადეს ვალდებულებების შესრულება. იმავე დღეს ამ თემაზე საუბრისას კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა:

„რაც შეეხება ვადებს, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას დაუდასტუროს და იმის დემონსტრირება მოახდინოს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი