ახალი ამბები

მელია: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში იგივეა, თქვა, რა უნდა მელიას პარლამენტში

16 ოქტომბერი, 2019 •
მელია: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში იგივეა, თქვა, რა უნდა მელიას პარლამენტში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მივიდა. როგორც მელია ამბობს, სადეპუტატო უფლებამოსილებას ახორციელებს და ამ უფლებას ვერავინ ჩამოართმევს.

ტელეკომპანია “მთავართან” პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც ივლის და შეზღუდვის მიუხედავად შეხვედრებს გამართავს:

“ეს დაახლოებით იგივეა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, რა უნდა მელიას პარლამენტში. დიახაც, აუცილებლად ვივლი მაშინ, როცა ჩავთვლი საჭიროდ. არა მხოლოდ პარლამენტში, ვივლი, სადაც როგორც პარლამენტარმა უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება. ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში ჩავალ, სხვადასხვა რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს და ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს.

დღესაც დაგეგმილი მაქვს არაერი შეხვედრა პარლამენტს მიღმა და აუცილებლად გავმართავ შეხვედრას. დეპუტატს არ აქვს ვალდებულება, მაშინ როდესაც იგი გამოდის სახლიდან, ჩააყენოს თადუმაძე-ივანიშვილის ადიუტანტი, რომ ის მიდის მთავარ პოლიტიკურ შენობაში, პრლამენტში”, -ამბობს მელია.


თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 000-ლარიან გირაოსთან ერთად, ბრალდებულ ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. კერძოდ, მელიას აეკრძალა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება;

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი