ახალი ამბები

კენიაში უნივერსიტეტზე ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმას 147 ადამიანი შეეწირა [ფოტო]

3 აპრილი, 2015 •
კენიაში უნივერსიტეტზე ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმას 147 ადამიანი შეეწირა [ფოტო]

გარისას უნივერსიტეტის კოლეჯის კამპუსში სპეცოპერაცის შედეგად ოთხივე თავდამსხმელი დაიღუპა.


უნივერსიტეტის კამპუსში ნიღბიანი შეიარაღებული პირები ხუთშაბათს დილით შეიჭრნენ. როგორც ალ-შაბაბმა BBC-ს განუცხადა, ისინი ტყვედ ქრისტიან სტუდენტებს იყვანდნენ, მუსლიმებს კი ათავისუფლებდნენ.


სტუდენტმა კოლინს ვეტანგულამ Associated Press-ს განუცხადა, რომ როდესაც შეიარაღებული პირები ჰოსტელში შეიჭრნენ, მას ესმოდა, თუ როგორ ეკითხებიდნენ ისინი სტუდენტებს, ქრისტიანები იყვნენ თუ მუსლიმები.


“თუ ქრისტიანი იყავი, მაშინვე გესროდნენ. თითოეულ გასროლაზე ვფიქრობდი, რომ მეც მოვკვდებოდი,”- თქვა მან.


ალ-შაბაბის განცხადებით, ის თავს უნივერსიტეტს იმიტომ დაესხა, რომ კენიას ებრძვის. კენიას ჯარები სომალიში 2011 წლის ოქტომბერში შევიდნენ, რათა ისლამისტების მიერ ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთა და ადამიანების გატაცება აღეკვეთათ. თუმცა ჯარების იქ ყოფნამ საპირირპირო შედეგი გამოიღო და მოახდინა ალ-შაბიბის პროვოცირება, რომ დაჯგუფების აქტივობა კენიაში გაზრდილიყო.

 

კენიელი პოლიციელი გარისას უნივერსიტეტში სროლისას გარბის, რათა უსაფრთხო ადგილას დაიკავოს პოზიცია © EPA 02.04.2015
კენიელი პოლიციელი გარისას უნივერსიტეტში სროლისას გარბის, რათა უსაფრთხო ადგილას დაიკავოს პოზიცია © EPA 02.04.2015

პოლიციელები და ჯარისკაცები გარისას უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ ტყვეები აიყვანა © EPA 02.04.2015
პოლიციელები და ჯარისკაცები გარისას უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ ტყვეები აიყვანა © EPA 02.04.2015

ტანკი მიემართება გარისას უნივერსიტეტის კამპუსისკენ © EPA 02.04.2015
ტანკი მიემართება გარისას უნივერსიტეტის კამპუსისკენ © EPA 02.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი