დღესკომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 ძირი ნერგი დარგო.
„m²“-მა ნერგების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დენდროლოგის რეკომენდაციით და ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწავნების სამსახურთან შეთანხმებით შეარჩია.
„m2 უძრავი ქონების“ გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგა კედარის, ელდარის ფიჭვის, კვიპაროსის, იასამნისა და იფანის ნერგები. გამწვანების აქციაში და ნერგების დარგვაში აქტიურად მონაწილეობდნენ კომპანიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერული კომპანია ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობას დააფინასებს, ნარგავების მოვლას კი პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ.
დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების“ მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოს მოსახლეობისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ზურნავს გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე.








