ახალი ამბები

თიბისი ბანკის და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსი

2 აპრილი, 2015 • • 1442
თიბისი ბანკის და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსი

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შუძლია ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

 

კონკურსის მონაწილეებმა საჭიროა გადაიღონ, ან არქივში მოიძიონ ისეთი ფოტო, რომელზეც მათთვის დაუვიწყარი წამია აღბეჭდილი; დაბეჭდონ ფოტო A4 ფორმატში  და 29 აპრილამდე მიიტანონ თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.


წარმოდგენილი ფოტოები თიბისის სათაო ოფისში გამოიფინება. 


გამარჯვებული ფოტო 1 მაისს, ცნობილი ფოტოგრაფებისგან შემდგარი ჟიურის მიერ, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გახსნის ცერემონიალზე გამოვლინდება და მის ავტორს საჩუქრად CANON 650D გადაეცემა.

 

თიბისი ბანკის ორგანიზებით და „ქოლგა თბილის ფოტოს“ მხარდაჭერით კონკურსი “დაუვიწყარი წამი“ წელს უკვე მეორედ ტარდება.

 

კონკურსში პირობების თანახმად:


  • ფოტო წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით, A4 ფორმატში, ერთ კონკურსანტს

შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარმოდგენა;

  • კონკურსში მიიღება როგორც ფოტოკამერით ისე მობილურით გადაღებული ფოტო, არ მიიღება

Photoshop-ით დამუშავებული ფოტო;

  •  ფოტო უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (უხამსი ან შეურაცხმყოფელი შინაარსის

ფოტო კონკურსზე არ დაიშვება);

  •  კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე:

http://bit.ly/1BT5uwZ

მასალების გადაბეჭდვის წესი