ახალი ამბები

კანონპროექტს 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესვლაზე განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

2 აპრილი, 2015 •
კანონპროექტს 5 წლის ასაკიდან სკოლაში შესვლაზე განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

კობა სუბელიანის კანონპროექტის მიხედვით, “სწავლის დაწყების უფლება აქვთ პირებს, თუ მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ხდებიან ექვსი წლის.” 

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პედაგოგებთან საუბრისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ არა საწყის ეტაპზე, არამედ მეოთხე – მეხუთე კლასში იგრძნობა მოსწავლეებს შორის ასაკობრივი განსხვავება. 


სუბელიანის განმარტებით, მის საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა მშობლების მიმართვა.

 

“მშობლები დამიკავშირდნენ, 30 ათასამდე ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. 5 ათასამდე ბავშვი სკოლის გარეთ რჩება, სექტემბერში, ოქტომბერში დაბადებული ბავშვების. დავუტოვოთ არჩევანის უფლება. აღარც ბაღში რჩება მათი ადგილი, აღარც სკოლაში და რჩება სახლში”.

 

6 წლამდე ბავშვის სკოლაში შეყვანას ეწინააღმდეგებიან განათლების სამინისტრო, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და ფსიქოლოგების ნაწილი. 

 

კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტს პლენარული სხდომა მეორე მოსმენით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი