ახალი ამბები

ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს რეკლამირება EURONEWS-ზე იგეგმება

1 აპრილი, 2015 •
ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს რეკლამირება EURONEWS-ზე იგეგმება

როგორც ნეტგაზეთს ადმინისტრაციაში განუცხადეს, გამოყოფილია 8 მილიონი ლარის ოდენობის ბიუჯეტი. მათ შორის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის თაობაზე სარეკლამო რგოლი ევრონიუსზეც გავა:


“ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იგეგმება საქართველოს რეკლამირება შემდეგ ბაზრებზე: აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ისრაელი, ყაზახეთი, ლატვია და უნგრეთი. ამავდროულად, კამპანია ჩატარდება Euronews-ის საშუალებით. დაახლოებითი ბიუჯეტი 8 მილიონი ლარი”, – ასე უპასუხეს ადმინისტრაციაში ნეტგაზეთის შეკითხვას ტურისტულ სეზონთან დაკავშირბეული გეგმების თაობაზე.


ტურიზმის ადმინისტრაცია მიმდინარე სეზონის რეკლამირებას არ გეგმავს CNN-ის საშუალებით.


საქართველო ევრონიუსზე/ფოტომონტაჟი
საქართველო ევრონიუსზე/ფოტომონტაჟი


2013 წელს საქართველომ CNN-სა და BBC-ზე სატელევიზიო რეკლმების განთავსებაზე, რომელიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ისახავდა მიზნად, უარი თქვა. შესაბამისი განცხადება მაშინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იმდროინდელმა ხელმძღვანელი გიორგი სიგუამ გააკეთა “ნეტგაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში. სიგუას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ზემოხსენებული ტელევიზიების მიერ რეკლამებზე დაწესებული მაღალი ფასები იყო. სიგუას მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ მხოლოდ CNN–ზე საქართველოს რეკლამირებისთვის 27 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, მიღებული შედეგი კი არცთუ ისე ეფექტური იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი