მუსიკოსები მსმენელისათვის ერევნის მთავარ მოედანზე უფასოდ დაუკრავენ. ეს ბენდის პირველი ერთობლივი შოუა სომხეთში, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფის წევრები წარმოშობით სომხეთიდან არიან.
System of a Down 1994 წელს კალიფორნიაში, აშშ-ში, შავო ოდაჯიანმა, სერჟ ტანკიანმა, ჯონ დოლმანიანმა და დარონ მალაქიანმა ჩამოაყალიბეს. მათი 5 სტუდიური ალბომიდან 3 Billboard 200-ის სათავეში მოექცა; სიმღერა B.Y.O.B. კი გრემის ჯილდოს მფლობელი გახდა. ბენდს მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |