ახალი ამბები

“როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები?! უკრაინის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერ”

14 ოქტომბერი, 2019 • 2568
“როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები?! უკრაინის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერ”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პირადად ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საბერძნეთის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალია აღიარა. საქართველოს ეკლესიას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

“მე მხარს ვუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, – თქვა ეპისკოპოსმა.

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა განსხვავებული მოსაზრებებში სინოდის შიგნით, ეპისკოპოსი ამბობს, რომ ჯერ სინოდის სხდომა არ ყოფილა და ვერაფერს იტყვის.

“როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები და რატომ უნდა გავითვალისწინოთ?! ისინი ჩვენსას არაფერს ითვალისწინებენ”, – განაცხადა სინოდის წევრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი