ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის მმართველმა “კანონისა და სამართლის პარტიამ”, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, წერს „Deutsche Welle“.
ეგზიტპოლის თანახმად, „კანონისია და სამართლის პარტიამ“ ხმათა 43,6% მიიღო, ხოლო ოპოზიციურ „სამოქალაქო კოალიციას“, რომელიც შედგება ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმისგან“ და სხვა მცირე ლიბერალური პარტიებისგან, ხმათა 27,4% ხვდა წილად.
გარდა ამისა, პარლამენტში მოხვდება მემარცხენე ალიანსი, ხმების 11,9 პროცენტით, კონსერვატიული „პოლონეთის სახალხო პარტია“ 9,6 პროცენტით და ულტრა-მემარჯვენე „კონფედერაცია“ 6,4 პროცენტით.
თუკი ეგზიტპოლების შედეგები დადასტურდება, „კანონისა და სამართლის პარტიას“ 460-იანი დეპუტატისგან შემდგარ სეიმში, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 239 წარმომადგენელი ეყოლება, საკმარისი მთავრობის ფორმირებისთვის.
არჩევნებში გამარჯვებაზე უკვე გამოაცხადა „კანონისა და სამართლის პარტიის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ.