ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზამ 14 ოქტომბერს მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები დანიშნა

12 ოქტომბერი, 2019 • 851
საქართველოს რკინიგზამ 14 ოქტომბერს მცხეთის მიმართულებით  უფასო რეისები დანიშნა

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 წთ-ზე.

მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 წთ-ზე.

მატარებლები გაჩერდება დიდუბის ბაქანზეც. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

მასალების გადაბეჭდვის წესი