ახალი ამბები

თურქეთი აცხადებს, რომ მნიშვნლოვანი სასაზღვრო ქალაქი დაიკავა

13 ოქტომბერი, 2019 • 1203
თურქეთი აცხადებს, რომ მნიშვნლოვანი სასაზღვრო ქალაქი დაიკავა

თურქეთი აცხადებს, რომ კონტროლის ქვეშ აიღო მნიშვნელოვანი სასაზღვრო ქალაქი რას ალ-აინი, წერს „Al Jazeera“. 

„ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” ჩატარებული წარმატებული მისიების ფარგლებში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი რას ალ-აინი [თურქული] კონტროლის ქვეშ მოექცა“ – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა, სირიის დემოკრატიული ძალები (SDF), რომელსაც ქურთები ხელმძღვანლობენ, აცხადებს, რომ თურქულმა ძალებმა მხოლოდ ერთი უბანი დაიკავეს ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში. 

9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში. შედეგად, დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ თურქეთს სანცქიებით დაემუქრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი