შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი [ქმარი და მამამთილი] დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრლდებული მამასთან ერთად საკუთარ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.