ახალი ამბები

იაპონიას თავს ტაიფუნი ჰაგიბისი დაატყდა, დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი

12 ოქტომბერი, 2019 •
იაპონიას თავს ტაიფუნი ჰაგიბისი დაატყდა, დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი

იაპონიას თავს ტაიფული „ჰაგიბისი“ დაატყდა. დაშავებულია 83 ადამიანი, გარდაცვლილია ერთი, წერს „CNN“.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ტაიფუნის გამო, ადგილობრივი დროით შვიდ საათზე ტოკიოს სამხრეთდასავლეთით მეწყერი ჩამოწვა. სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდა, ყურადღებით იყოს და 12 პრეფექტურაში მეხუთე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტაიფუნის გამო, გადაიდო რაგბის მსოფლიო თასის ორი თამაშიც – ინგლის-საფრანგეთის და ახალი ზელანდია-იტალიის. მსოფლიო თასის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი აკვირდებიან სიტუაციას რათა გაიგონ, საჭირო გახდება თუ არა სხვა შეხვედრების გადადებაც.

მინიმუმ რვა პრეფექტურაში ევაკუაციაა გამოცხადებული, რომელიც 936 113 ადამიანს შეეხება. კიდევ 229 770 საცხოვრებელ სახლში ელექტროენერგია არ არის.

ფრენები ტოკიოს და ახლომდებარე აეროპორტებიდან მინიმუმ კვირა დილამდე გადაიდო, ისევე როგორც ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი