ახალი ამბებირეკლამა

თბილისი ენერჯიმ სექტემბერში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობა ჩახსნა

12 ოქტომბერი, 2019 • 583
თბილისი ენერჯიმ სექტემბერში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობა ჩახსნა

2019 წლის სექტემბერში, კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში  2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებულები იყვნენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„თბილისი ენერჯი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ –  კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის.

სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (784); ისანი-ვაზისუბანში (488 ) და სანზონაში (303) ჩაიხსნა.
რაიონების მიხედვით სექტემბრის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • სამგორი 784
    ისანი-ვაზისუბანი 488
    სანზონა 303
    ჩუღურეთი 292
    კრწანისი 269
    გლდანი 259
    ნაძალადევი 137
    დიდუბე  133
    ნუცუბიძე 83
    დიღომი 79
    საბურთალო 35
    მთაწმინდა 31
    ვაკე 22
    წყნეთი 3

სულ 2918
კომპანია „თბილისი ენერჯი “ გთხოვთ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.
გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის.მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი