“ჩვენ, ყველამ ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ რათა დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამედროვეობას და მომავალს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2014 წელს. მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად არსებითი როლი უნდა ითამაშოს ქალთა როლის წინ წამოწევამ, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდამ.
“სწორედ ამ სულისკვეთებით გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად. ამ სულისკვეთებითვე აქ, ამ დარბაზში, სადაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის – ქალთა წარმომადგენლობა გაუმართლებლად დაბალია, ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ ყველას”,- განაცხადა პრეზიდენტმა.