სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სუსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ნიკოლეიშვილი 2016-2017 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში, მათ შორის, მერის მოადგილედ. მანამდე კი, სხვადასხვა დროს, კერძო კომპანიებში: ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორად; ,,ტრანს ეკო’’ და შპს ,,ტრანს მობილში“, ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს ,,სპრინგში“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად;
2008-2010 წლებში ნიკოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, ასევე, მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.