ხაშურში, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევა დღეს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
რაც შეეხბა ქალს, ნეტგაზეთს სასწრაფოში უთხრეს, რომ ის უგონო მდგომარეობაში ხაშურის “ახალ კლინიკაში“ გადაიყვანეს, მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.