ახალი ამბებირეკლამა

კონფერენცია – “პროფესია მეტყევე”

11 ოქტომბერი, 2019 • 1137
კონფერენცია – “პროფესია მეტყევე”

მეტყევის დღესთან დაკავშირებით მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია – “პროფესია მეტყევე” გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა, მათ მეტყევის პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სატყეო საქმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“მეტყევის დღის აღნიშვნით ჩვენ ხაზს ვუსვამთ მეტყევის პროფესიის მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებულია ახალი გამოწვევებისა და სატყეო რეფორმების პირობებში” – აღნიშნა მინისტრმა. 

კონფერენციას ესწრებოდნენ სატყეო საქმის პროფესიული პროგრამების სტუდენტები, კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები , საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა  ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის “გარმეოსდაცვთი მენეჯმენტი და პოლიტიკა”, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები.

კონფერენცია ორ პანელად  იყო დაყოფილი. პირველი ნაწილი დაეთმო სატყეო პოლიტიკის წარმოების საკითხებს, არსებული სიტუაციის მიმოხილვას და გამოწვევებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტყის ახალი კოდექსზე,  2013 წელს მიღებული სატყეო კონცეფციას, განხორციელებულ ქმედებებსა თუ პროგრესს, მეტყევის პროფესიის განვითარებისათვის სექტორში არსებულ გეგმებს. აღნიშნულ პანელს უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და  თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

მეორე ნაწილი დაეთმო არსებულ სატყეო პოლიტიკას და გამოწვევებს, ინვენტარიზაციის პროცესს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე ცვლილებებს, მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და სატყეო საქმის მიმართულებით განათლების ხელშეწყობას. მეორე ნაწილს უძღვებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი.

კონფერენციას მოდერატორობდა აგრარული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სატყეო საქმის დოქტორანტი  დიანა ბერაია. 

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის   და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. 

კონფერენცია “პროფესია – მეტყევე” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი