მისი თქმით, საქართველოში არსებული კრიმინალური ვითარება დაფარულია:
“ყველაფერი იმალება დღეს, რა კრიმინალური ვითარება არსებობს საქართველოში. მაგის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ ინფორმაცია მიმეწოდებინა პარლამენტის დეპუტატისთვის, მეტი არაფერი. ფულზე აქ ლაპარაკი ზედმეტია,”– განაცხადა მან პროკურატურასთან “რუსთავი 2″–ის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, აყალბებს თუ არა კრიმინალურ სტატისტიკას შსს, რუსლან ბაზიაშვილი პასუხობს – “დიახ”.
ბაზიაშვილი შსს–ს გენინსპექციამ მას შემდეგ დაითხოვა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა პროკურატურას და შსს-ს, გამოეძიათ დეპუტატ გივი თარგამაძისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილს შორის თანამშრომლობის საქმე.
აღნიშნულ საქმეზე მოწმის სტატუსით პროკურატურაში დეპუტატი გივი თარგამაძეც დაკითხეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს