ახალი ამბები

სინდისი არ მოგვცემს უფლებას, სასულიერო პირები ავიდეთ და ერი ვერ ამოდიოდეს – გარეჯის არქიმანდრიტი

11 ოქტომბერი, 2019 • 1612
სინდისი არ მოგვცემს უფლებას, სასულიერო პირები ავიდეთ და ერი ვერ ამოდიოდეს – გარეჯის არქიმანდრიტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის განცხადების მიუხედავად, სამღვდელოებას კვლავ არ ეძლევა დავითგარეჯში, უდაბნოსა და ჩიჩხიტურში შესვლის საშუალება და მათთვის მხოლოდ აღდგომის ტაძარია გახსნილი.

დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია, დავითგარეჯის მონასტრების მხოლოდ სამღვდელოებისთვის გახსნა.

“ჩვენი საეკლესიო სინდისი ვერ მოგვცემს იმის უფლებას, რომ ეკლესია, რომელიც არის ერის და ბერის ერთობა, ეს ერთობა დავარღვიოთ; ჩვენ, მხოლოდ სასულიერო პირები, ავიდეთ და ჩვენი ერი და მრევლი იქ ვერ ამოდიოდეს. ამის საშუალებას სინდისი არ გვაძლევს. ამით ხდება ეკლესიის ცნობიერების გამრუდება. ერი და ბერი ვართ განუყოფელი”, – განუცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ დღეიდან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული მონასტრები ქართული სამხღვდელოებისთვის გაიხსნება. მანამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავითგარეჯთან დაკავშირებით პრემიერს წერილით მიმართა და მოითხოვა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებს და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე.

ამ თემაზე:

საპატრიარქო დავითგარეჯის საკითხზე პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილებს აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი