ახალი ამბები

2008 წლიდან დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში მესამე და მომდევნო შვილების წილი გაიზარდა

31 მარტი, 2015 • • 1188
2008 წლიდან დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში მესამე და მომდევნო შვილების წილი გაიზარდა

სამსახურის ცნობით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება – დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში მესამე და მომდევნო შვილების წილი გაიზარდა, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, იმის მიუხედავად, რომ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა.

 

დემოგრაფიული მონაცემები
დემოგრაფიული მონაცემები

რაც შეეხება მეორე შვილის წილს, თითქმის უცვლელი დარჩა. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, აღნიშნული ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,7 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილმა უმნიშვნელოდ – 0,1 პუნქტით – მოიმატა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით გაიზარდა და 60 635 შეადგინა, მათ შორის- 31 325 ბიჭი და 29 310 გოგო.

დემოგრაფიული მონაცემები
დემოგრაფიული მონაცემები

მასალების გადაბეჭდვის წესი