10 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ზაზა თავაძის საკომიტეტო მოსმენა 5 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. დღის განმავლობაში მას დაუსვეს 172 შეკითხვა, მათ შორის, 66 სამართლებრივი, 6 წინა სამსახურის შესახებ, ხოლო 100 ზოგადი ხასიათის კითხვა — დაითვალა ფეისბუკის გვერდმა „მინდა ვენდო სასამართლოს“. გვერდს ამუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება — „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.
გთავაზობთ ამ გვერდის მიერ დღის განმავლობაში შეკრებილ გამორჩეულ ეპიზოდებს ზაზა თავაძის გასაუბრებიდან: