ახალი ამბები

სასამართლომ მელიას ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე უარი უთხრა

10 ოქტომბერი, 2019 • 793
სასამართლომ მელიას ელექტრონული სამაჯურის მოხსნაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას შუამდგომლობა ელექტრონული სამაჯურის მოხსნის, ანუ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე გიორგი კარატიშვილმა ნიკა მელიასთან რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ ის დარბაზიდან გააძევა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა.

4 რამ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აუკრძალა

მასალების გადაბეჭდვის წესი