ახალი ამბები

ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს [ვიდეო]

10 ოქტომბერი, 2019 •
ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს [ვიდეო]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართებოდა.

მოსამართლესა და მელიას შორის კამათი იმით დაიწყო, რომ ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ შესაბამისი პასუხი უკვე გასცა მის უფლებადამცველს.

საპასუხოდ ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და სატელეფონო ზარებით ატყობინებენ, თუ რა განაჩენი უნდა გამოიტანოს:

“ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მანტიის ქვეშ გაცვიათ ქართული ოცნების მაისური”, – ეუბნებოდა მელია მოსამართლე გიორგი კარატიშვილს.

რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ  კარატიშვილმა ნიკა მელიას დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება გასცა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას თქმით, აღარ აპირებს სასამართლოს განჩინებით დაკისრებული აკრძალვები შეასრულოს და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს:

“რასაც ვაპირებ, ეს არის პოლიტიკური საქმიანობის აღდგენა, რომელსაც ხელისუფლებამ 3 თვის გნაამვლობაში ჩამომაშორა. ვივლი და მექნება მჭიდრო ურთიერთობა ამომრჩეველთან, გავმართავ სვადასხვა ღონისძიებებს, გადავაადგილდები სხვადასხვა ქალაქებში იდა ტელევიზიებში, სადაც მექნება შესაძლებლობა, ჩემი სათქმელი მივიტანო საქართველოს მოსახლეობამდე და დავიწყებ ძალიან აქტიურ ბრძოლას ივანიშვილის დასამარცხებლად”, – ამბობს მელია.

4 რამ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აუკრძალა

მასალების გადაბეჭდვის წესი