ახალი ამბები

სამინისტრო: 681 ძირი კოლხური ბზის მოჭრისთვის გარემოს 139 000 ლარის ზიანი მიადგა

30 მარტი, 2015 • • 1126
სამინისტრო: 681 ძირი კოლხური ბზის მოჭრისთვის გარემოს 139 000 ლარის ზიანი მიადგა

სამინისტროს ინფორმაციით, „წითელ ნუსხაში“ შემავალი სახეობის უკანონოდ მოპოვებული ბზის ნერგებით დატვირთული ავტომანქანა ზუგდიდიდან ხობის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 139 000 ლარს აღწევს.

 

აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სამინისტროს ინფორმაციით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნება.

უკანონოდ მოპოვებული კოლხური ბზა
უკანონოდ მოპოვებული კოლხური ბზა

მასალების გადაბეჭდვის წესი