უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპტთან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მას სთხოვდა ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას, ხოლო უარის შემთხვევაში ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა, შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ „Fox News“ წერს.
“არანაირი შანტაჟი არ ყოფილა. მათ ტრანში დაბლოკეს, ხოლო [სანაცვლოდ] ჩვენთვის არაფერი უთხოვიათ“.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის გავრცელებული ანგარიში ზუსტია და ხაზი გაუსვა, რომ იცოდა აშშ-ის გეგმებზე, დროებით შეეჩერებინა 400 მილიონი აშშ დოლარის ტრანში სამხედრო დახმარებისთვის უკრაინაში არსებული კორუფციის გამო. რამდენიმე თვის შემდეგ ტრანში მაინც განხორციელდა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ეს საკითხი არ იყო კავშირში ტრამპის სურვილთან, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ საქმის გაგრძელებასთან.
ზელენსკი-ტრამპის საუბარი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 სექტემბერს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
ამავე თემაზე გირჩევთ