სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი ნაწილი დახვრიტეს. IDFI-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. აქედან 3443 ადამიანი პირადად იოსებ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს, ხოლო 179 გადაასახლეს.
გორში, სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით, აქცია იმართება. როგორც რადიო “მოზაიკა” წერს, აქცია გორის ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 50-მდე მოქალაქე აქციაზე სტალინის ფოტოებით და წითელი დროშებით მივიდა. როგორც რადიო “მოზაიკასთან” აქციის მონაწილეები ამბობენ, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ
“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ არ გავჩერდებით და გამოვალთ ყოველდღე”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორი იყო “კომუნისტური პარტია” და “მეგობრობა და სამართლიანობა”.
სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის 25 ივნისს აიღეს.