ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის დისკუსიები ჩაკეტილ წრეში სირბილს ჰგავს – კარასინის შემცვლელი ჟენევაში

10 ოქტომბერი, 2019 • 1526
ჟენევის დისკუსიები ჩაკეტილ წრეში სირბილს ჰგავს –  კარასინის შემცვლელი ჟენევაში

“ყოველ ჯერზე, როდესაც ჟენევაში ჩამოვდივართ, ახალი დინამიკისა და იმის იმედი გვაქვს, რომ რაღაც საკითხს ადგილიდან დავძრავთ. ბოლო დროს ჟენევის დისკუსიები ჩაკეტილ წრეში სირბილს ჰგავს. გვინდა ვჯეროდეს, რომ ამჯერად მაინც რამის გაკეთებას შევძლებთ”, – აცხადებს მედიასთან საუბარი ანდრეი რუდენკო.

რუდენკო, რომელმაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გრიგორი კარასინი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა, პირველად მონაწილეობდა მოლაპარაკებათა მორიგ 49-ე რაუნდში, რომელიც 8-9 ოქტომბერს მიმდინარეობდა.

რუსეთიდან ახალი მომლარაკებლის ჩანაცვლებით მნიშვნელოვან გარღვევას არ მოელის ქართული მხარე, თუმცა დადებითი დინამიკის იმედს გამოთქვამს.

“აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებზე მთავარი არა პიროვნული მახასიათებლები, არამედ ქვეყნის პოზიციაა. თუმცა, ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ახალ სახეს დადებითი დინამიკის შემოტანა შეუძლია. რაღაც გარღვევებს ამ რაუნდზე არ მოველით, თუმცა მკვდარი წერტილიდან პროცესის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოლაპარაკებების შემდეგ”, – აცხადებს ლაშა დარსალია, ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი