„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესზე დასასწრებად მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში “შმაქსით” მიდის.
მელიას თქმით, “შმაქსი” არის არაჩვეულებრივი იდეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტაქსების რეგულაციით დაზიანდნენ.
“რეფორმამ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დააანონსა, სინამდვილეში ათასობით ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვა. ეს იდეა არის შესაძლებლობა, რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს. ჩემი მხრივ, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, ვცდილობ, პოპულარიზაცია გავუწიო “შმაქსის” იდეას”, – განაცხადა მელიამ და იდეის ავტორებს მადლობა გადაუხადა.
“შმაქსი” “გირჩის” პროექტია ტაქსების რეგულაციის გვერდის ასავლელად. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს არის “მოძრავი უნივერსიტეტი”, სადაც მგზავრი თანხას იხდის არა გავლილი მანძილისთვის, არამედ “მიღებული განათლებისთვის”. კერძოდ, “შმაქსიში” მგზავრს “მასწავლებელი” ხვდება, რომელიც თავისუფლების იდეაზე ესაუბრება. თბილისის მერია აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა.
ამ თემაზე: