ახალი ამბები

ეს ხდება 2020-ის არჩევნებისთვის – ავთო წერეთელი ბრალზე

10 ოქტომბერი, 2019 •
ეს ხდება 2020-ის არჩევნებისთვის – ავთო წერეთელი ბრალზე

ბიზნესმენი ავთო წერეთელი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად არის ბრლადებული ფულის გათეთრების საქმეში, ამბობს, რომ ტელეკომპანია “პირველი” ნებისმიერ შემთხვევაში მიუკერძოებელი დარჩება.

როგორც წერეთელმა დღეს, წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ბრალის წაყენებას მედიაზე ზეწოლის მიზანი აქვს 2020-ის არჩევნების წინ. ავთო წერეთელი ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა და ამ ტელეკომპანიის დამფუძნებელია.

“ეს ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის. ის ტელევიზიები, ვინც მთავრობას არ ემორჩილებიან, არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს, ზოგიერთი პროფესორი რომ იძლევა დავალებებს… ეს არის იქითკენ მიმართული, რომ  შეაშინონ ხალხი. ყველა ტელევიზიას, ვინც არ ემორჩილება, საქმე აღუძრეს. გინდ დაგვიჭირონ, გინდ არა, ჩვენი ტელევიზია მიკერძოებული არასდროს იქნება, დარჩება ისეთი თავისუფალი, როგორიც არის დღეს. ჩემი ოჯახი არ დაუშვებს იმას, რომ მამას დაიჭერენ თუ სხვას, ამით ამ ტელევიზიის გეგმები და მომავალი შეცვალონ”, – განაცხადა წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი