ახალი ამბები

თადუმაძე მიზეზს ეძებდა, რათა ჩვენი კითხვებისთვის არ ეპასუხა – მშვენიერაძე

9 ოქტომბერი, 2019 • 933
თადუმაძე მიზეზს ეძებდა, რათა ჩვენი კითხვებისთვის არ ეპასუხა – მშვენიერაძე

“ბატონი შალვა მიზეზს ეძებდა იმისთვის, რომ ჩვენი კითხვებისთვის არ ეპასუხა”,-ასე ეხმაურება გიორგი მშვენიერაძე შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებას.

როგორც მან “ტვ პირველს” უთხრა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პერიოდში “კოალიცია მართლმსაჯულებისთვის” ყოველთვის ცდილობდა ისეთი კითხვები დაესვა, რაც კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციას წარმოაჩენდა.

“თადუმაძეს ალბათ ახსოვს ის გამოცდილება, რაც მის მოადგილეს ჰქონდა, რომელმაც ელემენტარული სამართლებრივი საკითხები ვერ დაძლია. კოალიციაა ამ პროცესის ის მოთამაშე, რომელიც ცდილობს კეთილსინდისიერების შეფასებისთვის საჭირო კითხვა დასვას, რაც კანდიდატებს გაცილებით დიდ დისკომფორტს უქმნით, ვიდრე პოლიტიკოსებთან დისკუსიაში შესვლაა”,-აცხადებს მშვენიერაძე.

 

შალვა თადუმაძემ  არ უპასუხა “საქართველოს დემოკარტიული ინიციატივის” (GDI) თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის კითხვებს. ამის მიზეზად თადუმაძემ დაასახელა მისი განათლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციამ “კოალიცია მართლმსაჯულებისთვის” გაავრცელა, რაც მთავარი პროკურორის შეფასებით პოლიტიკური მიზნებით გაკეთდა.

დღეს, 9 ოქტომბერს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის მოსმენა გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი