თბილსის მერიის ცნობით, “ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, დინამო არენას რეაბილიტაცია 2015 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. სუპერთასის მატჩამდე სტადიონის ეზოში ახალი ხეები დაირგება და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
უეფას სუპერთასის ფინალი თბილისში 2015 წლის 11 აგვისტოს გაიმართება.
“ჩვენ გვექნება მართლაც სანიმუშო სტადიონი და 11 აგვისტოს ღირსეულად ვუმასპინძლებთ ფინალს”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
რაც შეეხება ხვალინდელ, გერმანია-საქართველოს თამაშს, მერიის განცხადებით, სტადიონზე უკვე დასრულებულია ეზოს კეთილმოწყობის, გამაგრებისა და ტურნიკეტების დამონტაჟების ძირითადი სამუშაოები. 29 მარტის შემდეგ იგეგმება რეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება – მოხდება ძველი სკამების დემონტაჟი და სტადიონი ახალი სკამებით აღიჭურვება.