გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20/21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, პროკურტაურას ამ დრომდე დაზარალებულად არ უცვნია. ამის შესახებ სულაშვილმა ნეტგაზეთს თავად განუცხადა.
დაზარალებულად ცნობილი არ არის მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს ასევე თვალი დაკარგა.
20-21 ივნისის საქმეზე უფრო მეტი სამართალდამცველია დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე მოქალაქე. საია-ს მიერ პროკურატურისგან გამოთხოვნილი ინფორმაციით თანახმად, ამ დროისთვის დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე ცნეს. გიორგი სულაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტს კომენტარის გაკეთებაც კი არ სჭირდება. “მარაზმია” – ასე აფასებს ის.
20/21 ივნისის მოვლენებიდან 3 თვეზეა მეტია გასული.
“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – ამბობს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც აქციის დარბევისას შს მინისტრი იყო.
ამავე თემაზე
დაზარალებულად არც გიორგი სულაშვილი უცვნიათ, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა
დაზარალებულად არც გიორგი სულაშვილი უცვნიათ, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა