მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის დაზარალებულად. თუმცა გამოძიება ამ საქმეზე 3 თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს.
ამ ინფორმაციას ადასტურებს პრემიერი, გიორგი გახარიაც, რომელიც ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს:
“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – ამბობს გახარია.
ჟურნალისტებმა გახარიას ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა, რაზეც გახარია პასუხობს:
“არა, თხოვნით არ მიმიმართავს. შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ“, – განმარტავს გახარია.
20-21 ივნისის საქმეზე უფრო მეტი სამართალდამცველია დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე მოქალაქე. საია-ს მიერ პროკურატურისგან გამოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე ცნეს.
დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი უცვნიათ