ვფიქრობ, რომ სომხეთის საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ახალგაზრდობაა. როგორც კი ეს თაობა დაიკავებს შესაბამის პოზიციებს, რაც გარდაუვალია, დაიწყება ნამდვილი დიალოგი ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლებას ან კონფრონტაცია აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ან კულუარული მოლაპარაკებები იმ ძალებთან, რომლებიც მას წარმოადგენენ.
ხელისუფლებასთან საზოგადოებრივი დიალოგის პროცესი არავითარი კანონით არ რეგულირდება. თქვენი აზრით, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
საბედნიეროდ, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მიერთების შემდეგ ჩვენ არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა ევროპის საბჭოსთან, რომელთანაც ვარეგულირებთ ჩვენს ქმდებებს ადამიანის უფლებების სფეროში. რუსეთში, როგორც ცნობილია, უკვე კრძალავენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, მათ უწოდებენ “უცხოელ აგენტებს”, სერიოზული ზეწოლაა მედიაზე და ა.შ. სომხეთში კი გრძელდება საკმაოდ მსუბუქი პოლიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვფიქრობ, რომ რადგანაც გლობალური პროცესები ვითარდება არა რუსეთის სასარგებლოდ, სომხეთში უფრო დიპლომატიურად მოხდება ძალების რეკოგნოსცირება და იგი არ წავა ღია კონფრონტაციაზე დასავლურ ორგანიზაციებთან, რადგან სწორედ ისინი აფინანსებენ სამოქალაქო საზოგადოებას.
გვჭირდება კანონი საზოგადოებრივი დიალოგის რეგულირებისთვის? – ჩვენ ბევრი კარგი კანონი მივიღეთ, რომელიც დღეს ფაქტობრივად არ მოქმედებს. როგორც ჩანს, არ არის საჭირო იმაზე ჩაციკლვა, რომ მივიღოთ მორიგი კანონი, რომელიც დაარეგულირებს საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობებს, რაც, თავის მხრივ, სრულად არ არის ჩამოყალიბებული.
ხალხის პოლიტიკური გააქტიურებისთვის შესაძლოა რეფერენდუმი იქცეს ეფექტურ პლატფორმად?
რეფერენდუმი თეორიულად შეიძლება და უნდა იყოს კიდეც ეფექტური პლატფორმა პოლიტიკური აქტიურობისთვის და საზოგადოებრივი საკითხების განხილვისთვის. გავიხსენოთ, როგორ იქმნებოდა ევროკავშირი, მრავალრიცხოვანი რეფერენდუმების გზით. მაგრამ ჩვენ გვაქვს გაყალბებული რეფერენდუმების პრაქტიკა, ისე როგორც ყველა დონის არჩევნების შემთხვევაში. თუკი რეფერენდუმი სამართლიანად და გამჭვირვალედ ტარდება, ეს საუკეთესო პლატფორმაა. ჯერჯერობით კი სომხეთში არ არსებობს გარანტია, რომ პლებისციტი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება.
როგორ აფასებთ სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე?
სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე აუცილებელი პირობაა, მაგრამ ამ დროისთვის ის არ სრულდება. თუმცა პოზიტიური ცვლილებებიც არის. პრესა შესაძლოა მოსყიდულია ჩვენთან, მაგრამ ღრმა რეპრესიები მის მიმართ არ გამოყენება. სხვადასხვა თემებს შორის სიმართლე მაინც ჟონავს მედიაში. მედია არის საუკეთესო საშუალება, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ანგარიშვალდებულია ხელისუფლება საზოგადოების წინაშე.
როგორ ასრულებს პარლამენტი თავის მანდატს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის უზრუნველყოფის კუთხით?
დეპუტატების შეხვედრების პრაქტიკა თავიანთ ამომრჩევლებთან ფართოდ გამოიყენება, მაგრამ ახლა პრობლემები, რომლებიც აწუხებს ხალხს, სოციალური ხასიათისაა იმ პერიოდისგან განსხვავებით, როცა ყველა მხოლოდ ყარაბაღის საკითხის მოგვარებას ითხოვდა. ჩვენს ამომრჩევლებს ზოგჯერ ძალიან გადამეტებული აბსტრაქტული მოთხოვნები აქვთ, დაახლოებით ამ ტიპის – “ყველა ერთმანეთზე უნდა გადააბა, წაართვა ყველაფერი და ხალხს დაურიგო”, ან ძალიან მოკრძალებული და მატერიალური. უფრო მეტად დახმარებას ითხოვენ, ეს არასასიამოვნოა. სამარცხვინოა ამის კონსტანტირება, მაგრამ არის სომხეთში სოფლები, სადაც ამომრჩევლებმა არ იციან თავიანთი დეპუტატების სახელები.
ე.ი. თქვენ დაბალ შეფასებას აძლევთ საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობას?
დიახ, მაგრამ ისევ მინდა ვთქვა ახალგაზრდებზე. 30-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები უფრო მოქნილები არიან, მიზანდასახულები და მათთან შეიძლება მუშაობა და დიალოგი. დიალოგის აქტივიზაციისა და თანამშრომლობისთვის აუცილებელია მეტი ადგილი დაეთმოს ახალგაზრდობას, მეტად ვენდოთ მათ. ცალსახად საზოგადოებასთან არ თანამშრომლობენ პოლიცია, საგადასახადო პოლიცია. ეს ორი სტრუქტურა საზოგადოების დასაშინებლად მუშაობს და შესაბამისად აღიქმება საზოგადოებაშიც.
ამ შემთხვევაში რა როლის შესრულება შეუძლია პრესას?
ხელისუფლებასთან დიალოგის პრობლემას მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს, რადგან თავადაც კარგად იცის, რომ რამდენიც არ უნდა მოითხოვონ პასუხები სახელმწიფო დაწესებულებებიდან, მათი წილი ძალიან დაბალია. დიახ, ისინი უსვამენ ხელისუფლებას უხერხულ შეკითხვებს, ცდილოებნ გამოძიების ჩატარებას, მაგრამ უფრო მეტის მოთხოვნა შეიძლება და მაშინ შედეგიც უკეთესი იქნებოდა.
რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ქუჩის საპროტესტო აქციები?
ჩვენთან არსებობს ჭორები, რომ ზოგიერთი სამოქალაქო აქტივისტი ანგაჟირებულია. როცა ამ ანგაჟირებულობაზე საუბრობს ხელისუფლება, მე მათ ვპასუხობ, რომ არ არის ანგაჟირებული ის პრობლემა, რის გამოც აქტივისტები გამოდიან და ახმიანებენ. და თუკი პრობლემა ხმაურდება, ეს უკვე კარგია. ამ კუთხით ბევრი პოზიტიური მაგალითი გვაქვს: შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როცა სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლებას არ მისცეს საშუალება ერევნის ცენტრალურ სკვერში ბუტიკის განთავსების, რომელიც ძალიან ცნობილ და ძლევამოსილ ხალხს ეკუთვნოდა. ხელისუფლებამ უკან დაიხია, როცა რამდენიმე თვის მანძილზე აპროტესტებდნენ ამას ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები. იმავე საზოგადოებამ არ მისცა ქალაქის მმართველობას უფლება, გაეზარდათ ფასები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე. საპროტესტო აქციებმა აიძულა ხელისუფლება გადაედო “ბრუნვის გადასახადის შესახებ” არაპოპულარულ კანონში ცვლილებები მთელი ნახევარი წლით. სია შეგვიძლია გავაგრძელოთ. ანუ, თუკი აქციები კარგად ორგანიზებული და გათვლილია, წარმატება გარანტირებულია.
რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების ზეწოლას შეუძლია გააჩუმოს საზოგადოება, მაგრამ ეს მაშინაა შესაძლებელი, თუკი საზოგადოება იყიდება, ჩქმალავს სოციალურ პრობლემებს პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ..
ჩვენ ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში გვაქვს საზოგადოებრივი საბჭოები. როგორ აფასებთ მათ საქმიანობას?
მხოლოდ ერთ წინადადებას ვიტყვი – ეს არის დაცინვა საკუთრივ საზოგადოებისა და საბჭოს იდეაზე.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |