რაც შეეხება იმას, არიან თუ არა მიწვეულნი ამასთან დაკავშირებით პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაესწრებიან თუ არა ისინი პრეზიდენტის გამოსვლას? – გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა:
“რაც შეეხება დაპატიჟებას, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ინსტიტუტებს და თუნდაც იმ ცოტახნიან ტრადიციებს, რაც ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ჩვენ გვაქვს ტრადიცია პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს ტრადიცია არ უნდა, ასე ვთქვათ, გადავფაროთ. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ტრადიცია: არსად, არც კონსტიტუციაში, არც კანონმდებლობაში აქამდე ასე არ ყოფილა გაწერილი. ახალ ქართულ სახელმწიფოს გააჩნია ტრადიციები, ამ ტრადიციებს ჩვენ უნდა ვცეთ პატივი. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, როგორც წესია, უნდა დაპატიჟოს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი გადასაწყვეტი იქნება, სცემენ თუ არა ისინი ინსტიტუტებს პატივს, სცემენ თუ არა ისინი პატივს იმ სახელმწიფოებრივ ტრადიციებს, რომლებიც არსებობს საქართველოში”.
შარშან პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტში პრემიერი და მთავრობის წევრები არ დაესწრნენ.