ახალი ამბები

მარგველაშვილი მინსკში ლუკაშენკოს შეხვდა

7 ოქტომბერი, 2019 •
მარგველაშვილი მინსკში ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მინსკში ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელორუსის მედია ავრცელებს.

გიორგი მარგევლაშვილმა და ლუკაშენკომ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, მათ შორის სავაჭრო კავშირებზე ისაუბრეს. მარგველაშვილმა ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა მინსკში თბილისობის დღესასწაულის ორგანიზებისათვის.

სააგენტო ბელტას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეების სახელით სიყვარულსა და სალამს უთვლის. თავის მხრივ ლუკაშენკო ამბობს, რომ მისი აზრით, ბელორუსმა ასეთი სიყვარული დაიმსახურა. მან საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული უწოდა, ხოლო მინსკში თბილისობის აღნიშვნა ქართველების დამსახურებად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი