ახალი ამბები

თალაკვაძე: ზარდიაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ დეპუტატის მანდატი მისი თვითმიზანი არაა

7 ოქტომბერი, 2019 • 1145
თალაკვაძე: ზარდიაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ დეპუტატის მანდატი მისი თვითმიზანი არაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის შესაძლო დატოვებაზე აცხადებს, რომ ზარდიაშვილს ესაუბრა და დეპუტატის სამომავლო გეგმების შესახებ მისთვის ცნობილია, თუმცა ჟურნალისტებს მოუწოდებს, მოვლენებს არ გაუსწრონ.

თალაკვაძის თქმით, ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატი მისთვის თვითმიზანი და მთავარი ღირებულება არაა:

“ვანო ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა, დეპუტატის მანდატი არ არის მისთვის თვითმიზანი და არ არის ის მთავარი ღირებულება, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი მუშობს. ნებისმიერი თანამდებობა, ეს არის საშუალება, რომ საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი მისთვისაც და ჩვენთვისაც არის მიუღებელი.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მე, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი მასთან და ვიცი, თუ რა გეგმები აქვს მას და ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს სამომავლოდ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ცოტა ხანში გეცოდინებათ მეტი და ალბათ უპრიანია ამასთან დაკავშირებით თავად დეპუტატებმა, თავად ვანო ზარდიაშვილმა ისაუბროს”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ტვ პირველის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ვანო ზერდიაშვილი რამდენიმე დღეში დეპუტატის მანდატს დატოვებს.

“ამ ეტაპზე არაფერი მაგვდაგვარი”, – ამბობს ვანო ზარდიაშვილი. “ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს”.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/230215/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი