საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ურთიერთდამოკიდებული, რამდენიმე კომპანიის სახელით 2013-2015 წლებში საქართველოში შემოიტანეს 5 773 716 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები.
სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და იმპორტისას დარიცხული იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებს არ იხდიდნენ.
გამოძიების ცნობით, ზემოთჩამოთვლილი პირების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 925 442 ლარის ზიანი მიადგა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს.