დღეს, 4 ოქტომბერს, საგარეჯოში მკვლელობა მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ორი, 1952 და 1948 წელს დაბადებული ადამიანი.
უწყებაში ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, პირმა ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, დამატებით გარემოებებს გამოძიება დაადგენს.