19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი – „Jazz and Wine“ გაიმართება.
ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი “MF ROBOTS” და იტალიური ბენდი “Sugerpie & Candymen”.
„Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
წელს “Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის, ტესლა მოდელ 3 -ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine“ – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.
თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს: ნაკრები 2 პერსონაზე – ფესტივალის ბილეთები და განთავსება “რედისონ ქოლექშენში” 19-20 ოქტომბერს – 900 ლარი.
ნაკრები 2 პერსონაზე – ფესტივალის ბილეთები და განთავსება “Apart Hotel”-ში 19-20 ოქტომბერს – 500 ლარი.
თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.
ბილეთები ონლაინ: TKT.GE
ფესტივალის სპონსორები: ვიზა, „აიგრუპი“, ალმა
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, მარკეტერი, ნეტგაზეთი.
ფესტივალის “Jazz & Wine” ოფიციალური გადამყვანია “Amazing Georgia” – იმგზავრეთ კომფორტულად და სრულფასოვნად, დაისვენეთ ხარისხიანი მუსიკისა და ღვინის ფონზე – ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე.
[blue_box]ფესტივალის პროგრამა[/blue_box]
19 ოქტომბერი, შაბათი
[checklist]
- 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი – ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი
- 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – Sugerpie & Candymen-ის კონცერტი
- ქართული ღვინის დეგუსტაცია;
- მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)
- 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად;
- 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – MF ROBOTS” -ის შოუ.
[/checklist]