საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ ნიკოლა სარკოზის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ “საერთო სახალხო მოძრაობა” და მასთან ალიანსში მყოფმა ძალებმა ამომრჩეველთა ხმების ყველზე მეტი რაოდენობა, 32% მიიღო.
სარკოზის პარტიას მარინ ლე პენის “ეროვნული ფრონტი” 25%-ით მოსდევს, ხოლო პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა ხმათა 22%-ით.
არჩევნების მეორე ტური 29 მარტს გაიმართება, რომელშიც “საერთო სახალხო მოძრაობა” და “ეროვნული ფრონტი” მიიღებენ მონაწილოებას. გამოცემის ცნობით, ამომრჩევლები ქვეყნის 101 დეპარტამენტში აირჩევენ კანდიდატურებს.
BBC-ის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგმა ცხადჰყო, რომ ფრანგ ხალხს ცვილებების დაუოკებელი სურვილი აქვს.
The Guardian-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგი იყო მისაღები სოციალისტური მთავრობისთვის და რადიკალური მემარჯვენე ძალა [ლეპენის პარტია] არ არის უპირველესი საფრანგეთისთვის.
არჩვენებამდე სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის, ევროსა და იმიგრანტების წინააღმდეგ განწყობილ მარინ ლე პენის პარტია “ეროვნულ ფრონტს” არჩვენებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა არჩენების პირველი ტურის შედეგმა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები დაამშვიდა, იუწყება გარდიანი.
Reuters წერს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებით ნიკოლა სარკოზი ადგილობრივ არჩევნებში გაუბედავად გაუძღვა წინ კონსერვატიულ პარტიებს ულტრამემარჯვენე “ეროვნული ფრონტის” წინააღმდეგ, თუმცა, შეძლებს თუ არა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობის მოპოვებას, ეს კვლავ უცნობია.
გამოცემის ცნობით, ექსპერტები, რომლებიც სარკოზის პოლიტიკაში დაბრუნებას 4-თვიან გამოჩენას უწოდებდნენ პირველი ტურის წარმატების შემდეგ დადუმდნენ.
ამავდროულად, უცნობია, რამდენი ამომრჩეველი ჰყავს მხოლოდ “საერთო სახალხო მოძრაობასა” და სარკოზის, რადგან არჩევნებში წარმატება სხვა მემარჯვენე პარტიებთან მყიფე ალიანსმა განაპირობა.
ანალიტიკოსმა თომას გონელმა “როიტერს”-ს უთხრა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებით სარკოზი თავის ტრიუმფს ზეიმობს და ცდილობს “საერთო სახალხო მოძრაობას” დაკარგული მემარჯვენე ამომრჩეველი დაუბრუნოს.
ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, 2017 წლის არჩევნებისთვის სარკოზი ამომრჩევლის 40%-ს სურს პრეზიდენტად, მაშინ, როცა მისი პოლიტკიდან წასვვლის პერიოდში ეს მაჩვენები 62% იყო.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სარკოზის მთავარი გამოცდა პარტიის ყრილობა იქნება მაისში, როცა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას.
Reuters ასევე წერს, რომ ბოლო კვირებში სარკოზი ეხება ეროვნულ იდენტობას, საუბრობს თავსაბურავების აკრძალვაზე არა მხოლოდ სკოლაში, არამედ უნივერსიტეტებში, და სკოლის სასადილოების მენიუში ღორის ხორცის არსებობის შემთხვევაში სხვა ალტერნატივის დაშვებას მუსლიმი სტუდენტებისთვის.