მიმდინარე თვეში საქართველომ რუსეთსა და რუმინეთს სძლია, რის ხარჯზეც იტალიაზე მეტი სარეიტინგო ქულები დააგროვა.
ექვსი ერის ჩემპიონატი (2000 წლამდე ხუთი ერის ჩემპიონატი) არის ყოველწლიური საერთაშორისო რაგბის კავშირის შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობს ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი.
მსოფლიო რაგბის რეიტინგის პირველ ადგილს კვლავ ახალი ზელანდია იკავებს.