ახალი ამბები

პრეზიდენტმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლა

22 მარტი, 2015 • • 1308
პრეზიდენტმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლა

პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ დაუნის სინდრომის მქონე მოყვარული მხატვრის ლექსო ფოდიშვილის ნახატების გამოფენა დაათვალიერეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ  პატარებთან ერთად ფერადი ქაღალდები მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო კავშირის  „ჩვენი ბავშვების“ მიერ მომზადებული სოციალური კლიპი. ნახატების გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძების დასრულების შემდეგ პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

გამოფენას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი