ახალი ამბები

ყვითელი მიკროავტობუსები ახლით ჩანაცვლდება – კალაძე

1 ოქტომბერი, 2019 •
ყვითელი მიკროავტობუსები ახლით ჩანაცვლდება – კალაძე

თბილისის მერია “თბილისის მიკროავტობუსისგან” ავტოპარკის სრულად ჩანაცვლებას ითხოვს. დედაქალაქის მერ კახა კალაძის თქმით, კომპანია აღნიშნულის წინააღმდეგი არ არის და ყვითელი მიკროავტობუსები შესაძლოა “ფორდის” ფირმის ახალმა მიკროავტუბუსებმა ან საქართველოში წარმოებულმა ბრენდმა “ელვამ” ჩაანაცვლოს.

“მიკროავტობუსების დიდ რაოდენობას, ფაქტობრივად, რესურსი ამოწურული აქვს, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. გვინდა, რომ 2020 წლისთვის მიკროავტობუსები მთლიანად იყოს ჩანანაცვლებული. შესაბამისად, ჩვენ კომპანიას აუცილებლად დავავალდებულებთ, რომ განახორციელონ ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება ახლით. რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია კომპანაისთან და ისინი წინააღმდეგები არ არიან. არის რამდნეიმე შეთავაზება. ერთი არის “ფორდის” ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა კომპანიის მხრიდან და მეორე – საქართველოში წარმოების დაწყება”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ აჩვენა 17-ადგილიანი, ლურჯი მიკროავტრობუსი, რომლის წარმოებაც შესაძლოა დაიწყოს საქართველოში.

“თუ კომპანია მოახერხებს ამ მიკროავტობუსების აქ წარმოებას, მისასალმებელი იქნება. შეიქმნება სამუშაო ადგილები.”, – აღნიშნა მან.

თბილისის მერის ინფორმაციით, კომპანია ქართულ ბრენდში, სახელწოდებით “ელვა”, 30 მლნ დოლარის ინვესტიციას გეგმავს.

“დაველოდოთ წინადადებას “ფორდისგანაც” და შემედგ მივიღოთ გადაწყვეტილება. საქართველოში წარმოებას მივესალმებით, მაგრამ არ ვიჩქაროთ და რომელიც საუკეთესო ვარიანტი იქნება, თქვენთან შეკითხვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი