ახალი ამბები

წადით! – ენმ-ს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

21 მარტი, 2015 •
წადით! – ენმ-ს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “წადით!” მათ ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ დიდი წითელი ბარათი, რომლითაც სიმბოლურად მოუწოდებენ გადადგომისკენ. 

 

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გაუშევს ზვიგენის ფორმის ბუშტები. მათი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ფორმალური მმართველი, რეალურად კი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილი.

აქციის მონაწილე ზვიგენის ფორმის ბუშტით ფოტო:გიორგი დიასამიძე, 21.03.2015
აქციის მონაწილე ზვიგენის ფორმის ბუშტით ფოტო:გიორგი დიასამიძე, 21.03.2015

 

დღეს, 21 მარტს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი