“სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, უნდა წავიდეთ რეგიონებში, შევქმნათ ანტიკორფუციული, უნიათობის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტები, უნდა ვაიძულოთ თითოელი თვითმმართველი ქალაქის მერი, რომ გააკეთონ საქმე ხალხისთვის, იმიტომ, რომ წარმატება და წინსვლა შეგვიძლია”, – განაცხადა ვაშაძემ დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
დღეს, 21 მარტს თავისუფლების მოედანზე ენმ-ს ორგანიზებით აქცია გაიმართა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა ბოლოს მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს, სადაც მთავრობას წითელი ბარათები უჩვენეს და გადადგომა მოსთხოვეს. ენმ-ს ლიდერების თქმით, აქცია არ დასრულდება ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნის მიღწევამდე.